ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს - ისრაელის მედია

საქართველო, თბილისი - 15:44 | 15.11.2023
ნანახია: 1251

ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცახდებით, ის, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალში იარაღია აღმოჩენილი მიუთითებს საავადმყოფოში ტერორისტული ჯგუფის ყოფნაზე.

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ოპერაციის შედეგად შესაძლოა, მიიღონ სადაზვერვო ინფორმაცია მძევლების შესახებ.

სამხედროები აცხადებენ, რომ მიმდინარე ოპერაციის დროს ჯარებს, პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხება არ ჰქონიათ.

 ისრელის არმიის ჯარისკაცებმა საავადმყოფოს გარეთ სროლის დროს „ჰამასის“, სულ მცირე, ხუთი შეიარაღებული პირი მოკლეს.

ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე