ისრაელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ალ აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე - თეთრი სახლი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 19.10.2023
ნანახია: 1519

აშშ-ის დაზვერვა, რომელიც ეყრდნობა აეროფოტოსურათებს და ჰამასის მებრძოლებს შორის საუბრებს, ვარაუდობს, რომ ისრაელი არ მონაწილეობდა ღაზას სექტორში მდებარე ალ აჰლის საავადმყოფოზე თავდასხმაში, რომელსაც 470-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ თეთრმა სახლში განაცხადეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას, თუმცა ჩვენი ამჟამინდელი შეფასება, რომელიც დაფუძნებულია საჰაერო ფოტოსურათების ანალიზზე, საუბრების ჩაჭრაზე და ღია წყაროზე არსებულ ინფორმაციაზე, არის ის, რომ ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზას სექტორში, გუშინდელ საავადმყოფოში აფეთქებაზე“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ადრიენ უოტსონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე