პირველადი მონაცემებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ იმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 16.10.2023
ნანახია: 1564

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია მონაცემებს უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს.

პოლონეთის ცესკო-ს თანახმად, მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ 13,66%-ით, მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია – 7,35%-ით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე