მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა, 260-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:54 | 09.10.2023
ნანახია: 1193

ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. ფესტივალის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურმა 260-ზე მეტი ცხედარი იპოვა.

როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება.

7 ოქტომბერს, დილით „ჰამასმა“ საჰაერო იერიში მიიტანა „ნოვას“ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა.

ისრაელის ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე