სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 03.10.2023
ნანახია: 1244

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. სომხური მედიის თანახმად, კანონპროექტის რატიფიცირებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.

მოსკოვში განაცხადეს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ექნება ნეგატიური შედეგები ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე