ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 28.09.2023
ნანახია: 1420

ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა. იუწყება აზერბაიჯანული მედია.

გადაწყვეტილება ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა მიიღო. მან  შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის მიხედვითაც, დაიშლება და 2024 წლის პირველი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს ყველა ე.წ. სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია.

ადგილობრივ მოსახლეობას კი, აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გააცნობენ, რომლის მიხედვით გადაწყვეტენ, სურთ თუ არა რეგიონში დაბრუნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე