ლატვიაში დააჯარიმებენ ავტომობილების მძღოლებს ან მფლობელებს, წარწერისთვის - „მე რუსი ვარ“

საქართველო, თბილისი - 09:10 | 26.09.2023
ნანახია: 1523

ლატვიის პოლიციას დაუშვებლად მიაჩნია ავტომობილებზე „რუსულ ენაზე პოტენციურად პროვოკაციული წარწერების დაკვრა“, ისეთის, როგორიცაა მაგალირად „მე რუსი ვარ“.

ლატვიელმა სამართალდამცველებმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც სოციალურ ქსელ Х (Twitter)-ში გავრცელდა ავტომობილის ფოტო სტიკერით „მე რუსი ვარ“.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ასეთი სტიკერები შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო აგრესიის წახალისებად ან რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მხარდაჭერად.

ლატვიის პოლიციის განცხადებით, ასეთი სტიკერების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელს მის წაშლას და წარწერების განთავსების მიზნის განმარტებას მოსთხოვენ.

ასევე, შესაძლოა, ავტომობილის მძღოლები ომის პროპაგანდისთვის დააჯარიმონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე