იოჰანესბურგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 31.08.2023
ნანახია: 1922

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.

მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე