თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან გადავარდა, დაიღუპა 12 და დაშავდა 19 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:45 | 21.08.2023
ნანახია: 1363

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. 

მედიის ცნობით, ავტობუსი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სივასიდან სტამბოლისკენ მიემართებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი ავტომაგისტრალიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

დაშავებულები საავადმოყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე