Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელი გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით აღნიშნა
საქართველო, თბილისი - 12:21 | 16.08.2023 ნანახია: 2445
200 ტონამდე რეალიზაცია - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელმა, პრემიუმ ხარისხის ბრენდმა Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელი გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით აღნიშნა. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან „თეგეტა მოტორსია“. Petronas მათ პორტფელში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია.
ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „როგორც იცით, „თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Petronas მათ რიგებს ზუსტად ერთი წლის წინათ შეუერთდა და მნიშვნელოვანი წილი დაიკავა ბაზარზე. მასზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება. 200 ტონამდე რეალიზაცია თითქმის 1 წელში ძალიან მაღალი ნიშნულია და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება“.
ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი თეგეტამ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. „პეტრონასის“ პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე ინდუსტრიული მიმართულებით.
ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით გამორჩეულია პრემიუმ ხაზის ზეთები - Syntium, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Petronas Syntium Cooltech+ გაგრილების ტექნოლოგიით იმისთვის შექმნეს, რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს და მისი პოტენციური ენერგიაც მაქსიმალურად გამოიყენოს.
ამ ზეთის მოხმარება 3%-ით უფრო ეფექტურ წვას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ავტომობილს ეხმარება, ძრავამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს და უფრო მაღალი სიჩქარე ნაკლები წვის პირობებში განავითაროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas-ის მომხმარებელია“.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს Petronas-ის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის როლი გარემოს დაცვაში. კომპანია საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს, რის გამოც მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელია. ამ გზით კომპანია ცდილობს, გარემოზე ზემოქმედება შეამციროს და 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს.
Petronas-მა ცოტა ხნის წინ საავტომობილო ზეთების ახალი შეფუთვა - Bag-in-Box წარადგინა, რომელშიც 92%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული და პროდუქტს დაზიანებისა და სინათლის ზემოქმედებისგან იცავს. კვლევებმა აჩვენა, რომ Bag-in-Box შეფუთვა ყველაზე მდგრადი ალტერნატივაა, რომელიც ნახშირბადის შემცირების საშუალებას იძლევა.
მსოფლიო მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. „თეგეტა მოტორსში“ PETRONAS მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საცხებ-საპოხი მასალებითაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსს“ ამბიციური გეგმები აქვს Petronas-ის ზეთების რეალიზაციის ზრდის მიმართულებით. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს ბრენდი მომავალი წლისთვის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















