უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს - ჰანა მალიარი

საქართველო, თბილისი - 14:18 | 24.07.2023
ნანახია: 1417

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, მათ შორის 12 კვადრატული კილომეტრი  - გასულ ერთ კვირაში.  

მისივე თქმით, გასულ კვირას კიდევ 4 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა ბახმუტის მიმართულებით. კონტრშეტევის მიმდინარეობისას კი ბახმუტის მიმართულებაზე საერთო ჯამში 35 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა.

ამჟამად აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე. გადამწყვეტი ბრძოლები გრძელდება კლეშიევკის, ანდრეევკისა და კურდიუმოვკის რაიონებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე