ყირიმის გამო ომი, შესაძლოა, ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდეს - The Washington Post

საქართველო, თბილისი - 17:25 | 11.12.2022
ნანახია: 368

ყირიმის დეოკუპაციამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ, შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვიოს, ნახევარკუნძულის საკითხის გადაუწყვეტელობამ კი შესაძლებელია ათწლოვან კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ამის შესახებ The Washington Post წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის იმედი დაებრუნებინა ყირიმი, დიდი ხნის განმავლობაში ფანტაზიას წარმოადგენდა, ბრძოლის ველზე კი კიევის გამარჯვებებმა და მოსკოვის შეცდომებმა მოულოდნელად ეს იმედები სარწმუნო და ამასთან, სახიფათოც გახადა.

დასავლეთი მხარს უჭერს რა უკრაინას, შიშობს, რომ ანექსირებულ ყირიმში უკრაინის ძალების შესვლა პუტინს უბიძგებს რადიკალური ქმედებებისკენ და ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენებისკენაც კი.

ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი იმედოვნებს, რომ რუსეთისთვის ყირიმის გადაცემის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა ომის დიპლომატიური დასრულების საფუძველი გახდეს. უკრაინელები უარყოფენ ამ იდეას, როგორც საშიშ გულუბრყვილობას, რუსები კი აცხადებენ, რომ ისინი არ დათანხმდებიან იმას, რაც უკვე მათ ეკუთვნის.

 

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე