ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი ნატო-ს კოსოვოში თავისი შეიარაღებული ძალების განთავსების ნებართვას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 11.12.2022
ნანახია: 326

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ისინი ნატო-ს სამშვიდობო ძალებს კოსოვოსა და მეტოქიაში სერბი სამხედროებისა და პოლიციის განთავსების ნებართვას სთხოვენ.
მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია კოსოვოში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობის განმუხტვისთვის.

მანამდე, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, ქუჩებში არეულობა იყო, ისმოდა სროლის ხმაც, ამის გამო კოსოვოში 18 დეკემბერს დაგეგმილი მერების არჩევნები 23 აპრილამდე გადადეს. როგორც კოსოვოს პრეზიდენტმა განაცხადა, არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური ძალებთან კონსულტაციებით მოხდა.

კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა განაცხადეს, რომ მერების არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. ეთნიკურად სერბმა მერებმა კი კოსოვოში შესვლის ახალი წესის მიმართ პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს .

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერბეთმა კოსოვოში ჯარების განლაგება მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დებულებების შესაბამისად, რომელმაც 1998-1999 წლებში კოსოვო-სერბეთის ომი დაასრულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე