ყირიმში მობილიზებული რუსი სამხედროების ყაზარმებში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობა უკრაინელმა პარტიზანებმა აიღეს

საქართველო, თბილისი - 12:46 | 11.12.2022
ნანახია: 369

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მობილიზებული რუსი სამხედროების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინელმა პარტიზანებმა აიღეს. იუწყება უკრაინული მედია.

„ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ამ „პროეტქზე“ და რა თქნა უნდა, ყველაფერი გამოგვივდა. ჩვენ გავაგრძელებთ რუსული არმიის შიგნიდან განადგურებას“, - იუწყებიან პარტიზანები.

პარტიზანების თქმით, ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები, რომელთაც სიასაც უახლოეს ხანში გაასაჯაროებენ.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიმში დასახლება სოვეტსკოეში მდებარე ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე