უკრაინის ძალებმა მელიტოპოლში, რუსულ ბაზებზე დარტყმები მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 11.12.2022
ნანახია: 338

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა რუსულ ბაზებზე დარტყმები მიიტანეს. მოკლულია 200-ზე მეტი რუსი ოკუპანტი.

ფიოდოროვის ცნობთ, მელიტოპოლის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწვა ეკლესია, რომელიც რუს ოკუანტებს ჰქონდათ დაკავებული. ქალაქის მერი ადგილობრივებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოკლულების გარდა არიან დაჭრილები. რომლებიც ოკუპანტებს ანექსირებული ყირიმის კლინიკებში გადაჰყავთ, რადგან მელიტიპოლში ადგილები საკმარისი არ არის.

ამასთან, თავის მხრივ, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული ე.წ. გუბერნატორი ადასტურებს ქალაქზე დარტყმას, თუმცა ამტკიცებს, რომ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დანგრეულია დასასვენებელი ბაზა და ადგილზე მაშველები მუშაობენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე