აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საწარმოებლად - Times

საქართველო, თბილისი - 21:21 | 10.12.2022
ნანახია: 329

აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმების საწარმოებლად. ამის თაობაზე ბრიტანული გაზეთი Times-ი პენტაგონში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გაზეთი წერს, რომ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მასირებული დაბომბვების შემდეგ აშშ ნაკლებად წუხს, რომ შორეული სამიზნეების წინააღმდეგ კიევის იერიშებმა, შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. ამიტომ უკრაინას უფლება მისცა, თავად გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს მისთვის გადაცემული შეიარაღება.

„ჩვენ კიევს არ ვეუბნებით: ‘არ მიაყენოთ დარტყმები რუსებს [რუსეთში ან ანექსირებულ ყირიმში]’. ჩვენ მათ ვერ მივუთითებთ, რა გააკეთონ. თავად წყვეტენ, როგორ გამოიყენონ საკუთარი იარაღი. ერთადერთი, რასაც მოვითხოვთ, ისაა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებისას უკრაინის სამხედროებმა დაიცვან ომის საერთაშორისო კანონები და ჟენევის კონვენციები,“ ციტირებს გამოცემა წყაროს აშშ-ის თავდაცვის უწყებიდან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე