დაიღუპა თავდამსხმელი, რომელმაც დრეზდენის სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 10.12.2022
ნანახია: 557

დრეზდენის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც სავაჭრო ცენტრ Altmarkt-Galerie-ში ორი ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი მძევლების გათავისფლების ოპერაციის დროს დაიჭრა, შემდეგ კი გარდაიცვალა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორიელეს. 

პოლიციამ, ახლოს მდებარე საშობაო ბაზრობა დაკეტა და მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ შეიარაღებულმა კაცმა ჯერ Radio Dresden-ის შენობაში შეჭრა სცადა, ის პისტოლეტიდან ისროდა, თუმცა არავინ დაჭრილა.

გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყებოდა, რომ სროლის შედეგად დაიღუპა 70 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 40 წლის თავდამსხმელმა მოკლა. პოლიცია მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სამართალდამცველთა ცნობით, დრეზდენში გაჩერებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე