რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 11:25 | 02.12.2022
ნანახია: 203

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. ამის შესახებ BBC უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო პერსონალის გასაყვანად.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ დასახლებულ პუნქტ მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ხოლო დასახლებულ პუნქტებში – პოლოგასა და ინჟინერნოეში რუსები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მიტაცებული ქონება, დასახლებულ პუნქტ ბურჩაკში კი ატარებენ აღწერას მოსახლეობის ე.წ. ნებაყოფოლობითი ევაკუაციის მიზნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე