საქართველო მზადაა და იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ილია დარჩიაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:20 | 27.05.2022 ნანახია: 499
“ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ევროპული არჩევანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობაა და ის ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ტრადიციაა. მეტიც, ის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაა” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რომელიც საქართველომ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანია, არამედ ეს არის საქართველოს მთავრობის ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯი ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ომი - პირველად 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ხოლო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ - კიდევ ერთხელ იქცა სამწუხარო რეალობად.
ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.
თავის გამოსვლაში მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილზე ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, „ერთი მხრივ, იყო პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე, იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად“.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, რაც დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ, და ასევე დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. უფრო მეტიც, საქართველო, რეფორმების განხორციელების მხრივ, არა მხოლოდ უტოლდება, არამედ, ბევრი მიმართულებით, უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
„საქართველო აკმაყოფილებს აპლიკანტი ქვეყნისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უფრო მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკურ მზაობასაც კარი გაუღოს ახალ წევრებს.
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ ევროპელი პარტნიორები, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა არის ოპტიმიზმით სავსე. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ინარჩუნებს ამ განწყობას. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, ჩვენი პარტნიორები გამოიყენებენ თავიანთ ხმას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის. ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















