როდესაც თურმე ოპოზიცია უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე საგარეო უწყება, თქვენ და თითოეული დიპლომატი, ხართ თუ არა შეურაცხყოფილი უმრავლესობის განცხადებით - ხატია დეკანოიძე დარჩიაშვილს
საქართველო, თბილისი - 14:41 | 27.05.2022 ნანახია: 517
მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, როდესაც თურმე ოპოზიცია უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე საგარეო უწყება, თქვენ და თითოეული დიპლომატი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა საელჩოებს, ხართ თუ არა შეურაცხყოფილი უმრავლესობის განცხადებით, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა პარლამენტში, სადაც დღეს საქართველოს ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ოპოზიციის წინააღმდეგ პროპაგანდა მაინც გრძელდება.
„ქართული ოცნების“ მთელი რიტორიკა და პროპაგანდა ამ თვეების განმავლობაში არის შემდეგი, თურმე ოპოზიცია ცუდად წარმოაჩენს საქართველოს სახელმწიფოს და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, როდესაც თურმე ოპოზიცია უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე საგარეო უწყება, თქვენ და თითოეული დიპლომატი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა საელჩოებს, ხართ თუ არა შეურაცხყოფილი უმრავლესობის განცხადებით. იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა, რომ დიახ, საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაინც პროპაგანდა გრძელდება. პროპაგანდა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამაც ახსენა, თურმე ჩვენი წყალობით, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე თქვენს ადგილას, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებად მივიჩნევდი.
ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლა საშინლად არ მომეწონა, რადგან ძალიან ფორმალური გამოსვლა გქონდათ. ვერავითარი პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ვერ მოვისმინე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რა არის ზოგადად კითხვარი, ძალიან კარგად ვიცით კრიტერიუმები, რომელიც იქნება კითხვარის შემდეგ, მოლაპარაკებები დაიწყება თუ არა, მთელი ეს პროცედურები, მაგრამ რეალურად აქ ვერ მოვისმინე თქვენი პოლიტიკური შეფასება. მაგალითად იმაზე, რა არის უმნიშვნელოვანესი ორ კვირაში გასაკეთებელი, საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, რა რეფორმების ნუსხა უნდა გააკეთოს, რომელიც რეალურად შეშფოთების საგანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















