საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც ამკვიდრებს არაევროპულ ღირებულებებს - უსუფაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:39 | 27.05.2022 ნანახია: 506
საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც ამკვიდრებს არაევროპულ ღირებულებებს - ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენენ.
"დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას! საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას! ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. და ახლა გადავიდეთ საქმეზე, ვილაპარაკოთ იმაზე, რას არ იმსახურებს საქართველო. საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას. აი, ამას არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო.
საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის და ბევრი ამ დარბაზშიცაა, წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის, მაგრამ არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებული იყოს ქვეყნის გაყოფით და ყოველდღე პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან მოედინებოდეს ნიაღვარი გამონათქვამების, შეფასებების, დამოკიდებულებების, რომელიც საქართველოს ერთ ნაწილს, სულ მცირე 50 %-ს ყოველდღიურად აგრძნობინებს, რომ ის ზედმეტია, რადგან ადამიანებს, რომლებიც იმ ხალხმა აქ აირჩია, მთავრობა მოღალატეებს გვიწოდებს, ომის გამჩაღებლებს გვიწოდებს, შავბნელ ძალებს გვიწოდებს, რომლებსაც ეროვნული ინტერესის არაფერი გაგვეგება და საქართველოს ზუსტად ნახევარს ეუბნება, რომ ის ზედმეტია. აი, ეს ევროპა არ არის. ევროპა არ შექმნილა მტრის ხატთან ბრძოლაში. არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ დამდგარა ფეხზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურულად, თუ როგორც გნებავთ, შიდა მტრებთან ბრძოლაში. ევროპული სახელმწიფოები შეიქმნა ეროვნული ძალების, ეროვნული ენერგიების, ეროვნული რესურსის გაერთიანებით და ეროვნული პარტნიორობით, რომელიც მერე გადაიზარდა საერთაშორისო პარტნიორობაში, ევროპული სახელმწიფოები არ შექმნილა ადამიანების ძალაუფლებით ქვეყნების მართვაში. კონსტიტუციით და კანონებით მართვაში შეიქმნა ევროპული სახელმწიფოები. აი, ამას არ იმსახურებს საქართველო, რომ დღესაც კონსტიტუცია, რომელიც ამ პარლამენტში მყოფი ადამიანების დაწერილია, არათუ ხელაწეულია, ის კონსტიტუცია მესამეხარისხოვანია ხოლმე, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და საჭიროა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა საძალაუფლებო სისტემის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















