მჯერა, ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - მდინარაძე ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 14:37 | 27.05.2022 ნანახია: 520
"მე მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ მჯერა, რომ თქვენ იმოქმედებთ ამ გეგმაში საქართველოს ინტერესებისთვის და ეს თქვენი "მოღვაწეობით" დაამტკიცეთ",- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგა.
"იცით, რატომ ვერ პასუხობთ ამ მოცემულობით, ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით კითხვაზე - საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს, საქართველო იმსახურებს თავის პლიუს-მინუსებით. ოღონდ მინუსები ის კი არ არის, რასაც თქვენ იტყუებით. მინუსები რეალური რაც არის, საერთოდ არ ლაპარაკობთ და კრიტიკა არ მოგვისმენია. იმიტომ, რომ ის მინუსები არ არის საკმარისი ხარისხის, რომ ჩვენ გადაგვაგდოთ, ის გეგმა განხორციელდეს, რაც ყოველწუთიერად იგეგმება ხოლმე და ყოველ მეორე წუთში კრახით მთავრდება. კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ - დღევანდელი მოცემულობით, თავისი პლიუს-მინუსებით, ამ ხელისუფლებით და ამ ოპოზიციით, იმსახურებს თუ არა? თქვენ ამაზე პასუხი რატომ არ გაწყობთ, იცით? აქ ერთ-ერთი თქვენგანი გამობრძანდა წეღან და თქვა რომ როცა დასავლეთი არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსსო, ასეთი შემთხვევა რომ დადგესო, ჩვენ დაგვაბრალებენო. ახლა რეალური პროპაგანდა რა არის: ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, თქვენ რას აკეთებთ აქ. ხომ ამბობთ, რომ მტკიცებულებებს ითხოვდით, ევროპულ დერეფნებში რას ვაკეთებთო. აქ რასაც აკეთებთ, ალბათ იმას. იმიტომ, რომ რა გგონიათ, დახურული სივრცეა ეს ჩვენი პარლამენტის დარბაზი, ქართული მედია, ევროპაში ეს ნიუსები არ გადის, რასაც აქ კადრულობთ, თუ როგორ არის საქმე? იქ სხვა რამეს ამბობთ და აქ სხვა რამეს?
აგერ, დაიდო გეგმა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიცილით მოკვდება ქალბატონი სალომე, რომელმაც ბრძანა, "ჩვენი განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში თვლიან თუ არა, რომ უნდა აიღოს ოცნებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთელი შემადგენლობა გადადგეს?" გამოააშკარავა და დადო გეგმა. ანუ, ახლა ვისაც უნდა, იმან დაიჯეროს, რომ თქვენ ამ ნათქვამის მიუხედავად, ყველაფერს ეცდებით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ ამ გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის თქვენი გეგმის საფუძველი, რომელიც წეღან თქვენივე პირით თქვით. ვერ ითმენთ, უბრალოდ. ახლა ამ გეგმაში, მე წარმოვიდგინე, რომ საქართველოსთვის პოზიტიურ მხარეს დგახართ? არაფრით არ მჯერა და რა გავაკეთო? ვისაც გჯერათ ეს ყველაფერი, დანარჩენ კოლეგებს, ძალიან მიკვირს თქვენი. არ მჯერა, რომ თქვენ იმოქმედებთ ამ გეგმაში საქართველოს ინტერესებისთვის და თქვენ ეს თქვენი "მოღვაწეობით" დაამტკიცეთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ასევე, მაინტერესებს კიდევ ერთი რამ: მესმის ხოლმე, რომ „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინელ კოლეგებს და ოპოზიციას. მაგალითად, შავი ხვრელია საქართველო და იარაღს აწვდის, რომ უკრაინელები დახოცოს და ამაზე პასუხს რომ გავცემთ, ეს როგორ გავბედეთ. ეს არის კრიტიკა და გამოადგება ასეთი კრიტიკა საქართველოს? არ ვიცი, თავხედობის რა დონესთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ კრიტიკას ვიღაც გვიწუნებს. შავი ხვრელია საქართველოო, რომ იტყვის "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, დაუდასტურებს ჩვენი უკრაინელი კოლეგა და ამას როგორ გაეცით პასუხიო. ეს არის სწორედ პარადოქსი, ეს არის ანტიევროპულობა და მე ვფიქრობ, რომ საქართველო, თავისი პლიუსებით და მინუსებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ ყველა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დავდგეთ", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















