იან კელიმ ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა - წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 11:45 | 27.05.2022 ნანახია: 515
ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს.
როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, როგორც ჩანს, იან კელის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა, ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს „პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას
„ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა
პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო.
სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.
როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა.
პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო. საქართველოში მოვლენილი ეს აწ უკვე ყოფილი დიპლომატი კი ყოველთვის და განუხრელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს, რაც ციხისგან თავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების „ჩუქებას“ ნიშნავდა.
ბატონი იან კელი, როგორც ელჩი, ასეთი პოლიტიკურ ძალების („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაჯგუფებები) დამცველად გვევლინებოდა. ამით, ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და გავლენას ახდენდა ქართველი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე.
როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული საქართველოდან თან გაჰყვა ბატონ იან კელის და მისი ცხოვრების მეგზურად იქცა. ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს „პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას. თავი კიდეც რომ დავანებოთ იმას, რომ ელჩს მიუკერძოებლობის დაცვა ევალება და შიდა საქმეებში მისი ჩარევა ქვეყნის სიყვარულად ვერ მოინათლება, ბატონ იან კელის არასოდეს უცდია, დაემახსოვრებინა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის დღემდე ჰყვარობს და თავგამოდებით იცავს, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველთმოძულეებს უწოდებს.
მაშასადამე, თუ დავიჯერებთ, რასაც ბატონი იან კელი თავის ინტერვიუში ამბობს, გამოდის, რომ მას უყვარს საქართველო და, იმავდროულად, მხარს უჭერს იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თვითონ არ გამოირჩეოდა საკუთარი ქვეყნის სიყვარულით, მეტიც: ხელისუფლებაში ყოფნისას, ულმობლად „ჩარეცხავდა“ ხოლმე ყველაფერს, რასაც ისტორიული, ტრადიციული და ქართული ერქვა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ელჩი იან კელის კრიტიკაც, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის თაოსნობით, სააკაშვილის მიერ დამახინჯებული და საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია ევროპული სტანდარტის დოკუმენტით ჩაანაცვლა. იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციის ძირეული ცვლილების ურთულესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოსიყვარულე ბატონ იან კელის გახარებოდა (ან არ გახარებოდა, მაგრამ დუმილი აერჩია), მან საჯაროდ დაიწყო როგორც რეფორმის პროცესის, ისე მისი შედეგის დაკნინება, რითაც, როგორც მახსენდება, ჩვენსავე პოლიტიკურ გუნდში შფოთი და გაუგებრობა დათესა.
ახლაც, თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ითხოვს, რომ დასაჯონ საქართველო (რომელიც უყვარს), ვინაიდან მისმა მთავრობამ საკუთარი ქცევის წესად არ აქცია ოპოზიციასთან გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმების ტექსტი. მე კი მგონია, რომ ბატონი იანი იმიტომაც სცემს უფრო მეტ პატივს „პოლიტიკურ ქაღალდს“, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, რომ მას ეს „ქაღალდი“ კვლავ იმ ძალების გასაცოცხლებლად და მხარდასაჭერად სჭირდება, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან საკუთარი ნებითა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ მოიცილა.
თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ტაშს უკრავს მისი პოლიტიკური მეგობრის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანი მოსამართლის დისკრიმინაციას და აცხადებს, ჩემი ქვეყნის გადასახადის გადამხდელს არ ესიამოვნება ასეთი მოსამართლის ტრენინგის დაფინანსებაო. ქართველებს ხომ, რას ბრძანებთ, სიამოვნების ჟრუანტელი მოგვგვარა ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დაკნინების თქვენეულმა მცდელობამ, ბატონო იან!...
მაგრამ მე არ მიკვირს. არ მიკვირს, რადგანაც 2013-2018 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ძირეული რეფორმის სამი ფუნდამენტური ტალღისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ინიციატორი გახლდათ და ბატონმა იანმა ისე ჩაამთავრა ელჩობა, რომ მის კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ ვეღირსე. არადა, ეს რეფორმები ხომ იმ ქვეყანას დარჩა სასიკეთოდ, ასე რომ ჰყვარებია, თურმე.
ქართველებს გვიყვარს უცხოელებისთვის ანგარიშის გაწევა და ამით თავსაც ვიწონებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. შეიძლება, ყური დაუგდო წარმატებულ ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს. ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა. ინტერვიუში, თავადვე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი თავისი ქვეყნის მთავრობის კრიტიკით იყო დაკავებული. ყოველივე ეს კი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა.
ბატონი იან კელი ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის და იმდენი დრო კი აქვს, რომ საქართველოს და მის ხალხს ხან ერთ თემაზე დაარიგოს სოციალურ ქსელში ჭკუა და ხან - მეორეზე. მას ყველაფერზე აქვს თავისი „კომპეტენტური“ აზრი და, ალბათ, შორს არა ვართ იმ დროისგან, როცა ტვიტერით „განდაგანას“ ილეთებსაც აგვიხსნის.
არც ეს მიკვირს, რადგან როდესაც შენს კარიერაში საქართველოში ელჩობა ფიასკო იყო, მერე რაღაც უხილავი ძალა ისევ წარუმატებლობის ადგილისაკენ გექაჩება და დაშვებული შეცდომების გამოსწორების ცრუ იმედს გაძლევს. სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობები ახალ-ახალი ფიასკოა და უკვე გამაღიზიანებელიც მკითხველისა თუ მსმენელისათვის. თორემ, სხვა მხრივ, ჩვენს საქმეში ანგარიშგასაწევი როგორ იქნება კაცი, რომელიც თავისსავე საქმეში ერთი ხელმოცარული ვინმეა?!
ანგარიში როგორ გავუწიოთ კაცს, რომელიც გამოდის და უსამართლოდ გვსაყვედურობს, გვერდში რატომ არ უდგახართ უკრაინას, როცა მასზე მხეცური თავდასხმააო! ამბობს ამას და არ აზუსტებს, თუ მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ. ბატონო იან, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ მეტი? მე კი ვხვდები, რისი თქმაც გსურთ, მაგრამ ნუ გერიდებათ, გვითხარით! არასოდეს გერიდებოდათ რიხით საუბარი და ახლაც გვითხარით, რომ თქვენ უფრო მეტი ჟინი გექნებოდათ, „გეტვიტათ“ და „გეპოსტათ“, თუ ამ პატარა საქართველოში იქნებოდა ცეცხლი და ომი და რომ სწორედ ესაა თქვენთვის უკრაინის „გვერდში დგომა“. ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მრავალ განსაცდელს გამოვლილი ჩვენი ხალხი ამისთვის აღარ გვემეტება და თუ ეს ჩვენს მაგივრად გსურთ, გვითხარით! სხვაგვარად გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს პატარა საქართველომ იმაზე მეტი უკრაინისთვის, ვიდრე აკეთებს. ყველაზე წინ ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით, გულითადად ვიღებთ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, ვხსნით უკრაინულ სკოლებს, ვაწყობთ სოლიდარობისა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, აქტიურად ვართ ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში - როგორც უკრაინის, ასევე, ჩვენივე ოკუპირებული ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად...
და ბოლოს, სამართლიანობა მოითხოვს, აუცილებლად აღვნიშნო ის, რასაც ელჩი კელი საუკეთესოდ აკეთებდა საქართველოში: ის მუდამ გვეუბნებოდა, დიდი ინტერესით გაკვირდებითო. მაგრამ კარგი ელჩობისთვის, ეს არ კმარა.
საბედნიეროდ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მრავალჯერ გვქონია ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ელჩებთან ურთიერთობის პატივი და სიამოვნება“ - წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.
პოლიტიკა
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
- პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
სამართალი
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
- ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა
- მარნეულში მკვლელობა მოხდა
- მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე
მსოფლიო
- „დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი
- მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება
- აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩადის - BBC
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















