ჰოლივუდის მსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:07 | 26.05.2022
ნანახია: 780

ჰოლივუდის მსახიობი და პროდიუსერი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში დომინიკის რესპუბლიკაში გარდაიცვალა. იუწყება გამოცემა TMZ.

„რეი კუნძულზე ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა, ის ძილში გარდაიცვალა“ - განუცხადა გამოცემას მსახიობთან დაახლოებულმა წაყრომ.

გარდაცვალების მიზეზები დაზუსტებული არ არის.

რეი ლიოტა 1954 წლის 18 დეკემბერს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში დაიბადა. 1978 წელს მისი დებიუტი შედგა სატელევიზიო სერიალში „სხვა სამყარო“. ლიოტა მონაწილეობდა ფილმებში: „დიდებული ბიჭები“ (1990), „კოკაინი“ (2001), „იდენტიფიკაცია“ (2003), „რევოლვერი“ (2005) „კოზირის ტუზები“ (2007), „მოკალი მშვიდად“ (2012).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე