მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს

საქართველო, თბილისი - 20:39 | 26.05.2022
ნანახია: 406

კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დოდონის წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 დღით მოთავსებას ითხოვდა.

სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოში სამი დღის ვადაში. პროკურორმა განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

იგორ დოდონი 24 მაისს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულის სისხლის სამართლის საქმეები პასიური კორუფციის, დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, სახელმწიფოს ღალატისა და უკანონო გამდიდრების მუხლებით.

პრორუსი იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე