თუ ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვითა არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც ოთხი კვირა დარჩა - გახარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე
საქართველო, თბილისი - 15:47 | 25.05.2022 ნანახია: 484
კანდიდატის სტატუსის ვერმიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სტატუსის მინიჭებით მიღებული გამარჯვება იქნება ყველას გამარჯვება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის გადააბრალებს. მისი თქმით, დღეს საჭიროა ერთიანობა საერთო მიზნის მისაღწევად.
„ევროპული ოჯახის წევრობა არის უალტერნატივო არჩევანი, რომელიც ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას გარდაუვალს გახდის. ყველას, ხელისუფლებას და ოპოზიციას – კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის გადააბრალებს. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის და პასუხი მოეთხოვება ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა – ხელისუფლებას! დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა. უნდა დავდგეთ ერთად, საერთო მიზნის მისაღწევად. ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია და რაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.
შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას – „ვინც ჩემთან არ არის, ქვეყნის მტერია“. და როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს – ვისწავლოთ ერთად დგომა. ამიტომაც, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად. მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი. თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვითა და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც ოთხი კვირა დარჩა.
გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების. კანდიდატის სტატუსის ვერმიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სტატუსის მინიჭებით მიღებული გამარჯვება იქნება ყველას გამარჯვება, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში – იმ გმირების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა.
ბოლოს, ხვალ 26 მაისია მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















