სულ მცირე 19 ბავშვი ემსხვერპლა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმას

საქართველო, თბილისი - 10:19 | 25.05.2022
ნანახია: 416

შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდის ერთ-ერთ სკოლას თავს დაესხა შეიარაღებული პირი.

თავდასხმის შედეგად, მოკლულია 22 ადამიანი, მათ შორის 5-დან 11 წლამდე 19 ბავშვი, 3 ზრდასრული და თავად თავდამსხმელი.

გუბერნატორის თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი მცხოვრები 18 წლის სალვადორ რომასია. სავარაუდოდ, ის გამოძახებაზე მისულმა პოლიციელმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

ამ დროისთვის, უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა სასტიკი მკვლელი.

CNN-ის ცნობით, სალვადორ რამოსმა სკოლაში თავდასხმამდე დაჭრა თავისი ბებია, რომელიც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

შემაძრწუნებელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვა გააკეთა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე, აზიური ტურნედან დაბრუნდა. თავის გამოსვლაში ბაიდენმა იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, დაღუპულთა ხსნოვნის პატივსაცემად, თეთრ სახლსა და სხვა ფედერალურ დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე