უკრაინა დაუბრუნდება მოლაპარაკებებს, თუ რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დააბრუნებს - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 22:48 | 24.05.2022
ნანახია: 395

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ ტელერახ NHK-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა დაუბრუნდება რუსეთთან მოლაპარაკებებს, იმ შემთხვევაში, თუ ის 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დააბრუნებს და ჯარებს გაიყვანს იმ რაიონებიდან, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიკავა.  

„ძალიან მინდა, რომ ის ტერიტორიები, რომლებსაც ბრძოლით ვიბრუნებთ... ჩვენ სრულიად სწორად ვმოქმედებთ, ჩვენ ვიბრძვით, რომ მივიდეთ სულ მცირე {გამყოფ ხაზამდე} 24 თებერვლამდე, შემდეგ კი კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომას და მოვილაპარაკებთ მშვიდობაზე, ომის დამთავრებაზე და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე