აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ უკრაინა ტერიტორიების დათმობაზე უნდა წავიდეს

საქართველო, თბილისი - 21:14 | 24.05.2022
ნანახია: 699

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უარი უნდა თქვას უკრაინაში რუსეთის დამარცხების მცდელობაზე, უკრაინა კი ტერიტორიების დათმობაზე უნდა წავიდეს. იუწყება The Telegraph.

კისინჯერი ამბობს, რომ უახლოეს ორ თვეში მხარეებს შორის მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, დაიწყება რყევები და შეიქმნება დაძაბულობა, რომლის დაძლევაც მარტივი არ იქნება.

კისინჯერს მიაჩნია, რომ მოსკოვი და კიევი უნდა დაუბრუნდნენ წინა მდგომარეობას, სხვაგვარად, ევროპაში არასტაბილურობის უზარამასზრი კერა წარმოიქმნება. ცოტა ხნის წინ მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა გაითვალისწინონ უფრო გლობალური სურათი და ახსოვდეთ, რომ „რუსეთი 400 წლის განავლობაში ევროპის განუყოფელი ნაწილი იყო“.  ექს-სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვი პეკინთან მუდმივ ალიანსში არ უნდა დატოვონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე