რუსი ალიგარქები მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში - კობახიძე ჟურნალისტებს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 23.05.2022
ნანახია: 350

რუსი ალიგარქები მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში, ეს შემიძლია გითხრათ, - უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი.

„სირცხვილია! ამას რომ ამბობთ, მგონი, თქვენც არ გჯერათ. თქვენ მუშაობთ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ტელევიზიებში. სააკაშვილისა და კეზერაშვილის ტელევიზიებში მომუშავე ადამიანები ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, ეს მინიმუმ, სირცხვილია! ჯერ გათავისუფლდით სააკაშვილისა და კეზერაშვილისგან, მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 23 მაისს პარტიის ოფისში გამრთული ბრიფინგის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე