ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 12:10 | 20.05.2022
ნანახია: 335

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს, საქართველოში კი ასეთი ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ პოდოლიაკმა რადიო "მაესტროსთან" საუბრისას განაცხადა.

"ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში არის ივანიშვილი, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ეს ადამიანი რუსეთის ფედერაციაში შოულობს ფულს, ჩვენთვის ეს მიუღებელია, ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია, რადგან ყველა, ვინც ფულს შოულობს რუსეთის ფედერაციაში, სინამდვილეში უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან.

ვისურვებდი ყველას ესმოდეს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც გაბრაზებული და შეურაცხყოფილი რიტორიკით საუბრობენ, გააცნობიერონ, რომ ადრე თუ გვიან, ომის შემდეგ, ოლიგარქთან ერთად უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის თანადამფინანსებლად შეფასდებიან. დანაშაულები, რომლებიც კიევის ოლქში იყო ჩადენილი, მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების დახოცვა, ყველაფერი იმათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით, რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებენ", - განაცხადა პოდოლიაკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე