ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:38 | 18.05.2022
ნანახია: 408

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.

„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნით ადრე, ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმებულია.

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე