ბრიუსელში ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 18.05.2022
ნანახია: 371

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი შეხვედრის გაუქმების მიზეზების თაობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. გუშინ, ის შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, დღეს უნდა შეხვედროდა იენს სტოლტენბერგს.

მთავრობის ადმინისტრაცია შეხვედრის გაუქმების თაობაზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე