იმედგაცრუებული ვარ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო - ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველო, თბილისი - 16:35 | 16.05.2022
ნანახია: 537

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი აამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას ტვიტერზე ეხმიანება.

მის განცხადებას საელჩო ქართულ ენაზე ავრცელებს.

"იმედგაცრუებული ვარ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. დიდი ბრიტანეთი თავისუფალი მედიის სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“ წერს დიპლომატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე