ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა - მაკა ჩიჩუა გვარამიას დაპატიმრებაზე

საქართველო, თბილისი - 13:13 | 16.05.2022
ნანახია: 483

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.

"დახურეთ ყველა ალტერნატიული სიტყვის/აზრის ტელევიზია! დაიჭირეთ მათი პატრონები ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა!", - წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე