საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი სურს? - რასა იუკნევიჩიანე გვარამიაზე

საქართველო, თბილისი - 13:10 | 16.05.2022
ნანახია: 680

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.

"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებშიც, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის ტიპის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ასეთი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი სურს", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე