დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 11:19 | 16.05.2022
ნანახია: 343

სასამართლო განაჩენის შემდეგ, ნიკა გვარამიამ მოკლე მიმართვა ფეისბუქზე გამოაქვეყნა:

"აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!

ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ნიკა გვარამია, რომელსაც მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე