მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში, პატრიარქთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაიყვანეს - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 17:02 | 15.05.2022
ნანახია: 408

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადიყვანეს პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ.

„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ - შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება“.

„ჩვენს ხელისუფლებასაც უნდა დავუფასოთ აუცილებლად, რთულ მდგომარეობაში არიან და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში. მგონი, მადლიერები უნდა ვიყოთ ამის გამო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე