ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 14.05.2022
ნანახია: 467

ინდოეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა. როგორც Times of India წერს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასურსათო უვნებლობისა და მეზობელი, ასევე საჭიროების მქონე სახელმწიფოების დახმარების მიზნით მიიღო.

როგორც აღნიშნულია, ხორბლის ექსპორტი ნებადართული იქნება, მხოლოდ „მიწოდებებზე, რომლებზეც გაცემულია შეუქცევადი აკრედიტივი.“

„ექსპორტი ასევე ნებადართული იქნება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც ინდოეთის მთავრობა სხვა ქვეყნებს წარუდგენს მათი სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათი მთავრობების მოთხოვნის საფუძველზე“, - ნათქვამია მთავრობის ბრძანებულებაში.

ხორბლის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებული საფრთხე მსოფლიოში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში თესვითი სამუშაოები გასული წლის სამუშაოებს 20-30 პროცენტით ჩამორჩება. რუსეთმა მარცვლეულის ექპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში 30 ივნისამდე აკრძალა.

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე