"აზოვსტალიდან“ ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს - ირინა ვერეშჩუკი

საქართველო, თბილისი - 13:16 | 13.05.2022
ნანახია: 465

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ინფორმაციით, "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის საკითხზე მოლაპარაკებები თურქეთის შეუამავლობით მიმდინარეობს.

როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საევაკუაციო გეგმაზე მუშაობენ, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარი.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია რამდენიმეეტაპიანი იქნება და პირველ რიგში მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია მოხდება.

„დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი“, – განაცხადა უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა.

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის თქმით, ამჟამად „აზოვსტალის“ ქარხანაში 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე