ელენე ხოშტარიასა და ინგა გრიგოლიას ჩრდილები არ აქვთ, იმიტომ რომ არიან ავსულები - გოგა ხაინდრავა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 13.05.2022
ნანახია: 410

ელენე ხოშტარიასა და ინგა გრიგოლიას ჩრდილები არ აქვთ, იმიტომ რომ არიან ავსულები, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

"სინდისი უნდა გქონდეს, არ უნდა გაყიდო სული, როგორც ამას აკეთებენ თქვენი "კოლეგები", კოლეგები როგორ შეგიძლიათ უწოდოთ იმათ. აი, სული არ უნდა გაყიდო,. დღეს ჩვენ ვხედავთ ჭინკების ზეიმს, მე დარწმუნებული ვარ, ელენე ხოშტარიას ჩრდილი არ ექნება იმ განცხადებების მერე, რასაც [აკეთებს] ან ვთქვათ, გრიგოლიას.

მაგათ ჩრდილი არ აქვთ, იმიტომ, რომ ესენი არიან ავი სულები. რომ დააყენო, დაინახავ, რომ ჩრდილი არ აქვთ, იმიტომ, რომ ავსულებს ჩრდილი არ აქვთ", - თქვა ხაინდრავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე