ვერ ვხედავ, როგორ შეგვიძლია პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 18:52 | 12.05.2022
ნანახია: 465

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ვერ გამოსწორდება მას შემდეგ, რაც იგი უკრაინაში შეიჭრა. აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, არ შეუძლია პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობების წარმოდგენა.

"მონანიება ვლადიმირ პუტინისთვის რთული იქნება“, - თქვა ჯონსონმა.

კითხვაზე, მიესალმებიან თუ არა პუტინის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ის მოინანიებს, ჯონსონმა უპასუხა:

"ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ახლა უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეგვიძლია პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება".

"მან [პუტინმა] უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი; ის არის დამნაშავე აბსოლუტურად ბარბაროსულ თავდასხმაში სრულიად უდანაშაულო ქვეყანაზე - და ნორმალიზება ნიშნავს იმ შეცდომის დაშვებას, რაც ჩვენ დავუშვით 2014 წელს“, - თქვა მან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე