რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ამერიკელ და ევროპელ ხალხებს ურტყამს - პუტინი

საქართველო, თბილისი - 16:16 | 12.05.2022
ნანახია: 449

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც რუსოფობიითა და გადაჭარბებული პოლიტიკური ამბიციებით არის ნაკარნახევი, ამერიკელი და ევროპელი ხალხების კეთილდღეობას ურტყამს. აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მისივე თქმით, ეს სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებასაც ახდენენ.

"ეს სანქციები დიდწილად გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობენ გადაჭარბებული პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტად ურტყამს მათ ეროვნულ ინტერესებს, მათ ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობას", - თქვა პუტინმა.

"ჩვენ ამას ვხედავთ, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში", - დასძინა პუტინმა.

მისივე თქმით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია 20%-იან ნიშნულს მიუახლოვდა.

ევროპის ეკონომიკური ვითარების მიმოხილვისას, პუტინს არაფერი უთქვამს რუსეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე, პროდუქტების დეფიციტსა და ინფლაციაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე