რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 12:42 | 12.05.2022
ნანახია: 582

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა.

რუსული სააგენტოს, „ტასის“ ინფორმაციით, სამხედრო ნაწილი დასახლებულ პუნქტ ტეისინშია დისლოცირებული. გავრცელებული ცნობით,  სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დენთი აფეთქდა.  აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

"აფეთქება საბრძოლო მასალის გადმოტვირთვისას მოხდა. ერთი ადამიანი სასიკვდილოდ დაიჭრა, რამდენიმე დაშავდა. მიზეზები დგინდება", - იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით.

სავარაუდოდ, დაშავებულია 7 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე