რუსეთმა „აზოვსტალზე“ შტურმის მცდელობები შეწყვიტა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 23:01 | 11.05.2022
ნანახია: 624

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმის მცდელობები შეწყვიტა.

გენშტაბის ცნობით, ამ დროისათვის, ხარკოვის მიმართულებით მტერს შეტევითი მოქმედებები არ განუხორციელია. რუსეთის ქვედანაყოფები თავდაცვაზე გადავიდნენ.

დონეცკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კონტროლი დაამყაროს ქალაქ რუბეჟნოეზე და შეტევა წამოიწყოს დასახლებული პუნქტის - ლიმანის მიმართულებით.

ასევე გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდგე ცდილობს დაიკავოს პოზიციები მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპიროზე.

ბაჰმუთის მიმართულებით (დონეცკის ოლქი) შეტევის მომზადების მიზნით, რუსები აგრძელებენ საარტილერიო ცეცხლს სვეტლოდარსკისა და ტროიცკოეს რაიონებში. მოწინააღმდეგემ შტურმი განახორციელა ორეხოვოსა და ტოშკოვკის მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე