უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად 600 მილიარდამდე ევრო დასჭირდება - ევროკომისია

საქართველო, თბილისი - 20:06 | 11.05.2022
ნანახია: 419

უკრაინას 500-დან 600 მილიარდამდე ევრო დასჭირდება ომის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. იუწყება Politico

მისი თქმით, რეკონსტრუქციისთვის ძალისხმევა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მხრიდან კოორდინაციას. „ჩვენ მზად ვართ ამ კოორდინაციისათვის“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღდგენის საჭიროებებისთვის.

დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ მაისში მომზადდება წინადადება, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენის მხარდაჭერას დაუკავშირებს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც უკრაინას, როგორც ევროკავშირის კანდიდატ-ქვეყანას დასჭირდება.

ევროკავშირი მუშაობს უკრაინისთვის სოლიდარობის ნდობის ფონდის შექმნაზე. ეს პირველად ხდება, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი რეკონსტრუქციის მასშტაბებს აფასებს, თუმცა ეს რიცხვი, სავარაუდოდ, ომის ხანგრძლივობის შესაბამისად გაიზრდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე