რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 11.05.2022
ნანახია: 541

მოსკოვი ვარშავისგან პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს რუსეთის ელჩ სერგეი ანდრეევთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.

11 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი შიშტოფ კრაევსკი დაიბარეს და გადასცეს მოსკოვის პროტესტი.

"ელჩ კრაევსკის განუცხადეს, რომ რუსული მხარე ელოდება პოლონეთის ხელმძღვანელობის ოფიციალურ ბოდიშს მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვს, უზრუნველყოს რუსეთის ელჩის და პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება", - ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ "გადაწყვეტილება შემდგომი ნაბიჯების შესახებ მიიღება იმის მიხედვით, თუ რა რეაქცია ექნება ვარშავას ჩვენს მოთხოვნებზე".

შეგახსენებთ, 9 მაისს, რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს, წითელი საღებავი შეასხეს ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის დროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე