პუტინმა, შესაძლოა, რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და დნესტრისპირეთში ომი გააჩაღოს - აშშ-ის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 20:47 | 10.05.2022
ნანახია: 566

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში წარუმატებელი „სპეცოპერაციის“ ფონზე, სავარაუდოდ რუსეთში საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დნესტრისპირეთში ომს გააჩაღებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინესმა სენატში გამოსვლის დროს განაცხადა. იუწყება AFP.

ჰეინესის თქმით, პუტინმა გადაწყვიტა საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთის მიერ კონტროლირებად დნესტრისპირეთში. ამასთან, ჰეინესს არ დაუზუსტებია აქვს თუ არა ამ მომენტისთვის რუსეთს პოტენციალი შეასრულოს პუტინის სურვილი.

ამის გარდა, აშშ-ს დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ლიდერი გეგმავს ხანგძლივ ომს რეგიონში. ჰეინესმა აღნიშნა, რომ პუტინმა, შესაძლოა, რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს უკრაინის წინააღმდეგ ძალების მობილიზაციის მიზნით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე