EDITORIAL: შეწყალების სკანდალი - ვის გულისხმობს ალეკო ელისაშვილი?
საქართველო, თბილისი - 10:24 | 14.12.2015 ნანახია: 36312
თბილისის საკრებულოს წევრი, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი თანდათან იქცევა მნიშვნელოვან «ნიუსმეიკერად», რაც მისი, როგორც დამწყები პოლიტიკოსის, სეიოზული წარმატებაა. «ნიუსმეიკერობა» პოლიტიკის პირველი («მოსამზადებელი») კლასია; შემდეგ იწყება სხვა ეტაპები, მაგრამ პირველი ნაბიჯი მაინც განმსაზღვრელად რჩება მთელი მომდევნო მოღვაწეობის განმავლობაში.
მაგალითად: მიშა სააკაშვილის, როგორც სერიოზული პოლიტიკოსის, კარიერა დაიწყო სკანდალური «ნიუსიდან», როდესაც მომავალმა პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე მდიდრული ვილების ფოტოები აუფრიალა იმდროინდელი დაგლახავებული და კორუფციაში უიმედოდ ჩამპალი მთავრობის წევრებს.
მაგრამ ამ პროცესში სტილისა და ტექნოლოგიის დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მარცხის რისკი. ხოლო ელისაშვილი, ჯერჯერობით, მეტისმეტად გამოუცდელია, რის კომპენსირებასაც გულწრფელობითა და ემოციურობით ცდილობს. გარდა ამისა, მან საკმაოდ დამაჯერებალდ უპასუხა ორ მთავარ კონტრკითხვას, რაც ოპონენტებმა დაუსვეს: «რატომ დუმდა დღემდე» და «რატომ არ ასახელებს კონკრეტულ გვარებს».
არ დუმდა: როგორც კი მასზე (პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის ხელმძღვანელზე) კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების მიზნით ზეწოლა განხორციელდა, მაშინვე საქმის კურსში ჩააყენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თვით პრეზიდენტი და გენერალური პროკურორი. სხვა რა უნდა გაეკეთებინა?!
«წერილობით რატომ არ მიმართაო» – პირწავარდნილი დემაგოგიაა! გენერალურ პროკურორთან ვერბალურად გაკეთებული განცხადება, ამ თანამდებობის პირის რანგის გათვალისწინებით, უკვე ოფიციალური ქმედებაა. დავაკვირდეთ: თუკი პროკურატურა პრესის მასალაზე დაყრდნობითაც კი იწყებს ხოლმე გამოძიებას, ანუ საგაზეთო მასალას მიიჩნევს საკმარის ოფიციალურ საფუძვლად, მაშინ გენერალური პროკურორისათვის სიტყვიერად მიწოდებული ინფორმაცია რატომ არ არის ოფიციალური ქმედება, რომელიც წერილობითი განცხადების ტოლფასია იურიდიულად?!
ელისაშვილის შეცდომა ნამდვილად ისაა, რომ განცხადება წერილობით არ დააფიქსირა, რითაც საშუალება მისცა პროკურატურას, ფაქტი უარეყო. მაგრამ ეს პოლიტტექნოლოგიური შეცდომაა და არა იურიდიული, ანუ მისი პირადი პრობლემაა. რეალურად, ამით არაფერი იცვლება, თუკი დადასტურდა (რაც ძალზე ძნელია), რომ სახელმწიფო მოხელემ პირადად მიაწოდა გენერალურ პროკურორს ინფორმაცია კორუფციის ფაქტის შესახებ, ხოლო პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწემ აცნობა ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
მეორე კითხვა: «რატომ არ დაასახელა საჯაროდ და არ ასახელებს ახლაც ალეკო ელისაშვილი იმ ფიგურათა გვარებს, რომლებიც მისგან უკანონო გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ?» მან ამ კითხვას ასე უპასუხა (და ისევ დამაჯერებლად): იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, იძულებული იქნება, ასევე საჯაროდ დაასახელოს ის პატიმარი, რომელსაც საქმე ეხებოდა. ეს კი არაკორექტულია აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ეთიკურადაც: პატიმარს თავისი უბედურება ეყოფა.
თუმცა ეს უფრო მორალური კატეგორიაა და ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ უახლოეს მომავალში არ დადგება შედეგი, ანუ პროკურატურა არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, მაშინ იგი იძულებული იქნება, საჯაროდ თქვას ის, რაც მხოლოდ დახურულ კარს მიღმა უთხრა პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და გენერალურ პროკურორს.
ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, არათუ დაადასტურა ალეკო ელისაშვილის განცხადება, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ახსენა, რაც საქმეს კიდევ უფრო სკანდალურად აქცევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ზეწოლას, რა საოცრებები არ მოვისმინეთ ამ დღეებში: «SMS-შეტყობინება რა ზეწოლაა, თუკი პირდაპირ მუქარას არ შეიცავსო». არადა, «ზეწოლა» მხოლოდ ოჯახის წევრთა ამოწყვეტის მუქარა როდია: როცა საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირის, გავლენიანი ფიგურის მოთხოვნას სახელმწიფო მოხელის მიმართ (რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი გამოთქმული), ეს უკვე ზეწოლაა. სწორედ ასე აღიქმება მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ითვლება «პირდაპირ ან ირიბად დამოკიდებულ პირზე ზემოქმედების მცდელობად» და ძალიან მკაცრად ისჯება. მით უფრო, თუკი მტკიცდება ანგარება, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში კვალიფიცირდება, როგორც «ძალაუფლებით ვაჭრობა».
ეს ტერმინი ჩვენში დღემდე მიღებული არ ყოფილა, არადა ძალიან ზუსტი და ღრმა ევფემიზმია: «ძალაუფლებით ვაჭრობა» ნიშნავს საკუთარი რანგისა და სტატუსის გამოყენებას ნებისმიერი სარგებლის მისაღებად – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფულად მოგებაზე არ არის ლაპარაკი. არადა, აქ საქმე მილიონებს ეხება.
ვის გულისხმობდა ალეკო ელისაშვილი? ჯერჯერობით სახელები და გვარები არ გაჟღერებულა, თუმცა ყველაზე ხშირად ფიგურირებენ ცნობილი ადვოკატები, რომლებიც «ქართული ოცნების» სიებით მოხვდნენ პარლამენტში და მმართველი კოალიციის ლიდერებადაც იქცნენ: ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
ქალბატონი ბესელია განსაკუთრებულად კატეგორიული იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ რატომღაც «საკუთარ თავზე მიიღო», თუმცა ელისაშვილს არც ერთი გვარი არ გაუჟღერებია.
ბუნებრივია, გვარები რომც დასახელდეს (და თუ მართლა ისინი იგულისხმებიან), აუცილებლად იტყვიან: ჯერ ერთი, რაიმე ქრთამზე ლაპარაკი ცილისწამებაა, არანაირი კორუფცია არ ყოფილა, ხოლო დეპუტატს (თუნდაც ვიცე-სპიკერს), მით უმეტეს, ადმიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდმარეს, ვერავინ დაუშლის «რეკომენდაცია გაუწიოს» (ასე შეფუთავენ) ამა თუ იმ პატიმარს შეწყალების კომისიაში, თუნდაც კრიტერიუმების გვერდის ავლითო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთავარი საკითხი სწორედ ფინანსური ანაზღაურებაა. ეს ყურადღებას გვიმახვილებს სისტემურ პრობლემაზე, რომელიც «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლისთანავე წარმოჩინდა, როდესაც ცნობილი ადვოკატები მმართველი კოალიციის (მაშასადამე ხელისუფლების) ლიდერებად იქცნენ.
მივაქციოთ ყურადღება: დღეს ისინი ოსტატურად ცდილობენ ყურადღების გადატანას «პოლიტპატიმართა სიაზე» (რომელთაგან ბევრი ნამდვილად პოლიტპატიმარი იყო!), მაგრამ ჟურნალისტებს რატომღაც არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, დაუსვან ამ გავლენიან ადვოკატებს, დღეს რომ ხელისუფლების ლიდერები არიან, ორი მარტივი კითხვა:
1) იმ ათასობით პატიმარს შორის, რომლებიც ან გათავისუფლდნენ, ან სასჯელი შეუმსუბუქდათ 2012 წლის დეკემბერში მიღებული საპარლამენტო ამნისტიის შედეგად, იყვნენ თუ არა მათი დაცვის ქვეშ მყოფნი?
2) თუკი ამნისტირებულ პატიმართა შორის იყვნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი, აიღეს თუ არა მათ ამის შემდეგ (!) ადვოკატის კუთვნილი ფულადი სარგო?
ადვოკატს ხომ კანონიერად (რასაკვირველია, სრულიად კანონიერად) ეკუთვნის ფინანსური სარგო მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან, წარმატების შემთხვევაში. ეს წარმატება კი სხვადასხვანაირად შეიძლება კვალიფიცირდებოდეს როგორც ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად.
იმაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობთ, რომ ადვოკატები ერთი «ჰამქარი», ანუ მტკიცედ შეკრული კორპორაციაა და უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რომც არ იყოს, კოლეგა-ადვოკატი აუცილებლად «დაუფასებს» დახმარებას ნებისმიერი ფორმით – ამნისტია იქნება ეს თუ შეწყალების კომისიაში «საქმის გაიმასქნება».
ეს ნამდვილად ასეა, რა ისტერიკაც არ უნდა მოაწყონ ახლა ამის უარყოფიოთ – ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც არაფორმალური ურთიერთობები ჯერ კიდევ აღმატებულია ლეგიტიმურ (ფორმალურ) სოციალურ მიმართებებზე.
სწორედ ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მოქმედი ადვოკატი ხელისუფლებაში, ისევე, როგორც მოქმედი ბიზნესმენი! ოღონდ მთავარი სირთულე ისაა, რომ როგორც ბიზნესმენს ვერ დაუმტკიცებ იურიდიულად საკუთარ ბებიაზე წილების გადაფორმების ფორმალურობას, ასევე ვერ დაუმტკიცებ გახელისუფლებულ ადვოკატს, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას (მაგალითად, ამნისტიის კანონის ლობირებისას), იგი ამქრული სოლიდარობის ან თუნდაც კუთვნილი საადვოკატო სარგოს მიღების მოტივით მოქმედებდა.
ეს სარგო კი შეიძლება 200 000 დოლარიც იყოს და მილიონიც. გააჩნია საქმეს და გააჩნია პატიმარს. არიან პატიმრები, რომლებიც, «რამე რომ იყოს», მილიონს ნამდვილად გადაიხდიან.
აქ არც ის ნიუანსი გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ «ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურამ ნამდვილად შეზღუდა ფინანსური ხასიათის საპროცესო გარიგებები, რათა მომავალში ისევე არ დააბრალონ «გამოძალვა», როგორც დღეს აბრალებენ წინა ხელისუფლებას.
თორემ საააკშვილისა და ადეიშვილის დროს, ეს საქმე ძალიან იოლად გადაწყდებოდა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან «SMS»-ებით უთიერთობა ნამდვილად არ იქნებოდა საჭირო.
EDITORIAL
პოლიტიკა
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
- როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან - ლევან ხაბეიშვილი
- 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი
- „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ამას ვერ შეძლებენ - პეტრე ცისკარიშვილი
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება