მექაში ჭყლეტისას დაღუპულთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 14:02 | 24.09.2015
ნანახია: 2215

მექაში მომხდარი ჭყლეტის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 150 გარდაცვლილის შესახებ. დაშავებულია ასობით ადამიანი.

CNN-ის ინფორმაციით ჭყლეტა მექადან ხუთი კილომეტრის დაშორებით მოხდა.

მექაში მუსლიმების დღესასწაულს ორ მილიონზე მეტი მორწმუნე ესწრებოდა.

მსგავსი ინციდენტები მექაში არაერთხელ მომხდარა. 1990 წელს ჰაჯის დროს ჭყლეტას 1427 პილიგრიმი ემსხვერპლა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე